სპორტული მარათონი

29 სექტემბერი 2023, 10:30 660 ნახვა

სპორტული მარათონი ახალგაზრდების მონაწილეობით ხულოში მწვანე ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა. 

შეჯიბრებაში მუნიციპალიტეტში მცხოვრები დამამთავრებელი კლასების მოსწავლეები მონაწილოებდნენ. მარათონის ფარგლებში ასევე გაიმართა შეჯიბრება ბაგირის გადაწევასა და მკლავჭიდში გოგონებსა და ვაჟებს შორის.

გამარჯვებულებსა და საპრიზო ადგილზე გასულ მონაწილეებს თასები, მედლები და ფასიანი საჩუქრები გადაეცათ.  

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში