რაგბის მსოფლიო თასზე, D ჯგუფის შეხვედრაში იაპონიის ნაკრები სამოას დაუპირისპირდა და 28:22 დაამარცხა.
D ჯგუფს 14 ქულით ინგლისის ნაკრები ლიდერობს, მეორე ადგილზე 9 ქულით იაპონიაა და ბოლო ტურში, 8 ოქტომბერს, გადამწყვეტი მატჩი ელის არგენტინის ნაკრებთან. ჯგუფიდან გამარჯვებული გადის.
დღეს A ჯგუფის შეხვედრაში ერთმანეთს ახალი ზელანდიისა და იტალიის ნაკრებები ეთამაშებიან. მატჩი 23:00 საათზე დაიწყება.