საკალათბურთო კლუბი „ბათუმი“ დუდუ დადიანის მემორიალზე იასპარეზებს

28 სექტემბერი 2023, 14:00 496 ნახვა

2022-2023 წლების საკალათბურთო სეზონი ტრადიციულად დუდუ დადიანის მემორიალური ტურნირით დაიწყება.

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის ხსოვნის ტურნირი სტარტს პირველ ოქტომბერს, ოლიმპიურ სასახლეში აიღებს და მასში 12 გუნდი იასპარეზებს, საიდანაც 10 სუპერლიგის იქნება, ერთი “ა” ლიგის და ერთი წარმომადგენელი სტუდენტურ ლიგას ეყოლება. ჯგუფური ეტაპის მატჩები პირველ, ორ და სამ ოქტომბერს გაიმართება.

ნახევარფინალური შეხვედრები ხუთ ოქტომბერს ჩატარდება, ხოლო ფინალური დაპირისპირება შვიდ ოქტომბერს, ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი