რუსეთის წინააღმდეგ ბოიკოტს კიდევ ხუთი ქვეყანა შეუერთდა

28 სექტემბერი 2023, 11:08 741 ნახვა

იზრდება იმ ქვეყნების რიცხვი, რომლებიც არ ითამაშებენ რუსეთის იუნიორთა ნაკრების წინააღმდეგ უეფა-ს ეგიდით გასამართ ტურნირებზე.

კვიპროსში უეფა-ს აღმასკომის სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, რუსეთის 17-წლამდელთა ნაკრები შეძლებს საერთაშორისო ტურნირებზე გამოსვლას, ოღონდ დროშის, ჰიმნისა და ეროვნული ნაკრების ფორმის გარეშე და არა რუსეთის ტერიტორიაზე. ამ გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, რუსეთის წინააღმდეგ თამაშზე უარი თქვეს უკრაინამ და ინგლისმა.

შემდეგ ამ ბოიკოტს შეუერთდნენ პოლონეთი და ლატვია, მათ დაემატათ შვედეთი და დანია. ბოლოს, რიგით მეშვიდე ქვეყანა, რომელიც აპროტესტებს რუსეთთან თამაშს, გახდა ლიეტუვა.

ამ ქვეყნების ფედერაციებმა დაამატეს, რომ არ ითამაშებენ რუსების წინააღმდეგ იმ შემთხვევაშიც, თუ მათ სანქციები დაემუქრებათ.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი