შეხვედრა წარმატებულ სპორტსმენებთან

27 სექტემბერი 2023, 14:04 557 ნახვა

წარმატებულ სპორტსმენებთან სპორტის სამინისტროში შეხვედრა გაიმართა. ძალოსანმა ბაჩუკი შამილიშვილმა ბუქარესტში ევროპის 20 წლამდელთა და 23 წლამდელთა ახალგაზრდულ ჩემპიონატზე, 23 წლამდელთა კატეგორიაში სამი  ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ძიუდოისტი თომა გელაშვილი ავსტრიაში გამართულ ევროპის თასზე  ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

20 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში აჩიკო ბოლქვაძე ჩემპიონი გახდა, დათა ჩხაიძემ ბრინჯაო მოიპოვა.

საბა სურმანიძემ 17 წლამდელთა შორის მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ფრიდონ აბულაძემ კი რუმინეთის საერთაშორისო ტურნირი მოიგო.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი