აჭარის სპორტის სამინისტროსა და სპორტის დეპარტამენტის ინიციატივით შეხვედრა გაიმართა იმ წარმატებულ სპორტსმენებთან, რომლებმაც ბოლო პერიოდში ჩვენს რეგიონს და სრულიად საქართველოს არაერთი წარმატება მოუტანეს. შეხვედრა გაიმართა სპორტის ხუთი სახეობის წარმომადგენლებთან, რომლებმაც მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატები მოიგეს.
შეგახსენებთ, რომ ევროპის ვიცე-ჩემპიონი ტაეკვონდოში გახდა ზურაბ კინწურაშვილი, ძალისმიერ კლასიკურ სამჭიდში თემო სამხარაძემ მსოფლიო ოქრო მესამედ მოიგო და მსოფლიო რეკორდი დაამყარა.
სიმძიმეების გაწევაში მორიგი რეკორდი დაამყარა ბაგრატ ჟღენტმა. თურქულ ეროვნულ ჭიდაობა „აბა“-ში მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიგო მარად გორგაძემ.
რაც შეეხება მკლავჭიდელებს, ყაზახეთში გამართული მსოფლიო ჩემპიონატი მათი სრული ტრიუმფით დასრულდა.