უზენაესი სასამართლოს ცხრა მოსამართლის გადაწყვეტილებით, ქიბარ ხალვაში ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ 100%-იანი წილის მფლობელია. მხარდამჭერების გარკვეულმა ნაწილმა მთელი ღამე ტელეკომპანიის ეზოში გაატარა. ტელეკომპანიასთან გუშინ კარვები გაიშალა, რომლებიც ტერიტორიაზე ამ დრომდე რჩება. საზოგადოების ნაწილი აღნიშნულ გადაწყვეტილებას უკანონობად, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვად და ხელისუფლების მიერ „რუსთავი 2“-ის წართმევად“ აფასებს. დღეს “ნაციონალური მოძრაობა” “რუსთავი 2”-ის ეზოში, პოლიტსაბჭოს სხდომას გამართავს. როგორც იცით, ტელეკომპანიის იურისტები ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გადაწყვეტილების შეჩერების თაობაზე განაცხადის შეტანას გეგმავენ. დეტალებზე ნათია კოპალიანი ისაუბრებს თბილისიდან.