თორნიკე შენგელიას „ვირტუს-ბოლონია“ იტალიის სუპერთასის მფლობელია 

25 სექტემბერი 2023, 10:18 530 ნახვა

თორნიკე შენგელიას გუნდმა „ვირტუს ბოლონიამ“ 2023-2024 წლის სეზონი ტიტულით დაიწყო. ბოლონიელებმა იტალიის სუპერთასის ფინალში „ბრეშა“ 97:60 დაამარცხეს. იტალიის სუპერთასის 2023 წლის გათამაშებაში 4 გუნდი იღებდა მონაწილეობას. ნახევარფინალში „ვირტუს ბოლონიამ“ „ოლიმპია მილანოს“ მოუგო, ხოლო „ბრეშამ“ – „ტორტონას“.

თორნიკე შენგელია მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო და მან 15 ქულა, 12 მოხსნა და 4 შედეგიანი გადაცემა დააგროვა 22 წუთში.

აღსანიშნავია, რომ შენგელია სუპერფინალის და ამ ოთხთა ტურნირის საუკეთესო ასისტენტი გახდა. „ვირტუს ბოლონია“, რომელიც რამდენიმე დღის წინ ახალმა მწვრთნელმა ლუკა ბანკიმ ჩაიბარა, იტალიის ჩემპიონატის პირველი ტურის მატჩს პირველ ოქტომბერს „სკაფატის“ წინააღმდეგ ჩაატარებს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი