ლერი აბულაძე მსოფლიოს ჩემპიონია

24 სექტემბერი 2023, 21:01 2983 ნახვა

სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ლერი აბულაძე (63 კგ) ოქროს მედლის მფლობელი გახდა. 

ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა,  გადამწყვეტ შეხვედრაში აზერბაიჯანელ მურად მამადოვს სძლია. აღსანიშნავია, რომ აჭარის საჭიდაო სკოლის აღზრდილი  მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ზედიზედ მესამედ გავიდა და დღეს პირველად  მოახერხა კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ასვლა. 

საბოლოოდ, საქართველოს ნაკრებმა ტურნირი ერთი ოქროსა და ერთი ვერცხლის მედლით დაასრულა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის  წინ ნუგზარ წურწუმია (55 კგ) ვერცხლის მედალს დაეუფლა.

 

ზურა დიასამიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი