„ბათუმის თასი 2023“ თბილისის „დინამომ“ მოიგო  

24 სექტემბერი 2023, 18:04 775 ნახვა

ბათუმში მიმდინარე საერთაშორისო საფეხბურთო ფესტივალის - „ბათუმის თასი 2023“-ის ფარგლებში დღეს 2013 წელს დაბადებულ ფეხბურთელთა შორის ფინალური შეხვედრა გაიმართა. ამ ასაკობრივ ტურნირში 16 გუნდი, მათ შორის ორი უზბეკური და ერთი თურქული კლუბი მონაწილეობდა.

ჩემპიონობისთვის ბრძოლაში ერთმანეთს თბილისისა და ბათუმის „დინამოს“ ფეხბურთელები დაუპირისპირდნენ. მატჩი თბილისელთა გამარჯვებით 2:0 დასრულდა.

მესამე ადგილზე ქუთაისის „ტორპედოს“ აკადემიის გუნდი გავიდა, ეს იყო „ბათუმის თასი 2023“-ის ფარგლებში გამართული მეხუთე ასაკობრივი ტურნირი.

მომავალ უქმეებზე ასპარეზობა კიდევ ერთ ასაკობრივ კატეგორიაში გაიმართება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი