ზოგიერთი ქვეყანა უკრაინასთან თამაშობს, რომელსაც ჯერ იარაღს აწვდის და შემდეგ ვალდებულებების შესრულებაზე უარს აცხადებს - ამის შესახებ რომის პაპმა ფრანცისკემ განაცხადა.
მისი თქმით, გარკვეულ იმედგაცრუებას გრძნობს და ამ ომში ინტერესები არ არის მხოლოდ უკრაინა-რუსეთის პრობლემასთან დაკავშირებული, არამედ იარაღის გაყიდვასთან და ვაჭრობასთან.
რომის პაპმა აღნიშნა, რომ ახლა უკრაინას უნდა დაეხმარონ პრობლემების მოგვარებაში და არ უნდა ითამაშონ ხალხის მოწამეობით.