ყარაბაღის მოსახლეობა ჯერ ისევ თავშესაფრებშია

24 სექტემბერი 2023, 12:00 542 ნახვა

ყარაბაღის მოსახლეობას ამ დრომდე თავშესაფრებში დარჩენა უწევთ. იმის მიუხედავად, რომ ცეცხლის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღეს, ყარაბაღში აცხადებენ, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან პირველ მოლაპარაკებებს ზოგიერთ საკითხებზე კონკრეტული შედეგი არ მოჰყოლია. ბაქო კი ირწმუნება, რომ ყარაბაღში შეიარაღებული ფორმირებები პოზიციების დატოვებას განაგრძობენ.

რუსი სამხედროები იუწყებიან რომ ე.წ თავდაცვის არმიის ქვედანაყოფებმა შეიარაღების ჩაბარება დაიწყეს, თუმცა როიტერის ინფორმაციით გვიან ღამით რამდენიმე რუსულმა მანქანამ, მათ შორის სატვირთოებმა, სომხური საგუშაგო გაიარა და მთიანი ყარაბაღისკენ გაემართნენ.

გარდა ამისა, აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის რეგიონში საწვავის რამდენიმე სატვირთო მანქანა გააგზავნა. ასევე გასულ დღეს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დახმარების კოლონა გაემართა მთიანი ყარაბაღისკენ.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი