თორნიკე შენგელიას „ვირტუს ბოლონიამ“ სეზონი დაიწყო. იტალიის სუპერთასის ნახევარფინალში ქართველის გუნდმა „ოლიმპია მილანო“ 78:73 დაამარცხა.
„ვირტუს ბოლონია“ მოედანზე ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, ლუკა ბანკიმ გაიყვანა. „მილანოსთან“ შეხვედრის პირველი ტაიმი „ვირტუს ბოლონიამ“ 2 ქულით მოიგო. მესამე მეოთხედში შენგელიას გუნდმა 4-ქულიანი უპირატესობა მოიპოვა, ხოლო თანაბარი გადამწყვეტი მეოთხედის ფონზე, მატჩი გამარჯვებამდე მიიყვანა.
საქართველოს ნაკრების კაპიტანი ძირითად შემადგენლობაში იყო. მან 28 წუთი ითამაშა, რა დროშიც 13 ქულა, 5 მოხსნა და 4 შედეგიანი პასი დააგროვა.