ტურნირი სპორტულ თევზჭერაში

23 სექტემბერი 2023, 14:08 554 ნახვა

ბათუმში ტურნირი გაიმართა სპორტულ თევზჭერაში, რომელშიც ვეტერანი სპორტსმენები მონაწილეობენ. ღია პირველობის უხუცესი მონაწილე 89 წლის იყო.

გამოვლინდნენ გამარჯვებულები, რომლებსაც სიმბოლური პრიზები გადაეცათ. ტურნირი რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ ისევ ჩატარდა და წელს მისი სლოგანი იყო “ჯანსაღი ცხოვრება ვეტერანებს“. 

შეჯიბრი ცენტრალური პარკის ტერიტორიაზე გაიმართა. მისი ორგანიზატორი აჭარის ვეტერანთა სპორტის ფედერაცია, თევზჭერის, ასევე  მონადირეთა და მეთევზეთა ფედერაციაა.  

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში