საქართველოს ქალთა ნაკრები ერთა ლიგაზე თურქეთთან დამარცხდა

22 სექტემბერი 2023, 22:10 709 ნახვა

საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის C დივიზიონის პირველი მატჩი თურქეთის წინააღმდეგ გამართა და 0:3 დამარცხდა. 

პირველი ნახევარი სტუმრებმა მირაი ჯინისა და ბირგულ სადიკოღლუს გოლებით კომფორტული ანგარიშით  2:0 მოიგეს.

შესვენების შემდეგ ჩვენს ნაკრებს  ანგარიშის შემცირება 54-ე წუთზე შეეძლო. ანა ჩემინავას წაქცევისთვის  თურქეთის კარის მიმართულებით თერთმეტმეტრიანი დაინიშნა, რომელიც თავად დაზარალებულმა დაარტყა, თუმცა ბურთი კარს ააცილა. 71-ე წუთზე კი სტუმრებმა კიდევ ერთი ბურთის გატანა შეძლეს თავი, იაღმურ ურაზიმ  გამოიჩინა და შეხვედრის საბოლოო ანგარიში 0:3 დააფიქსირა.

საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშების მეორე ტურის შეხვედრას 26 სექტემბერს გამართავს. ირის ანტმანის გუნდი სტუმრად ლუქსემბურგს დაუპირისპირდება.

ზურა დიასამიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი