საქართველოს ქვიშის ფეხბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა

21 სექტემბერი 2023, 22:24 760 ნახვა

საქართველოს ქვიშის ფეხბურთელთა ნაკრებმა იტალიის ქალაქ ალგეროში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონის ჯგუფურ ეტაპზე ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა.

მეორე ტურის შეხვედრაში ჩვენმა ნაკრებმა შვედეთის ნაკრებს 7:3 მოუგო და ნახევარფინალის საგზური ოფიციალურად გაინაღდა.შეხვედრაში ჰეთ თრიქი ჯალაღანიამ შეასრულა, დუბლი გოჩა მახარაძემ გაიფორმა, თითო გოლი კი დიაკვნიშვილის და ჭვრიტიძის ანგარიშზეა.

საქართველოს ნაკრები ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრას ნორვეგიასთან 22 სექტემბერს გამართავს. მატჩი თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ჯგუფური ეტაპის პირველ შეხვედრაში მალტას დაუპირისპირდა და მეტოქე დიდი ანგარიშით 7:1 დაამარცხა.

ზურა დიასამიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი