გერმანიაში პოლიციამ ავტომობილის ფურგონში მიგრანტები აღმოაჩინა

21 სექტემბერი 2023, 14:04 614 ნახვა

გერმანიის პოლიციამ  პოლონეთის საზღვართან მდებარე ქალაქ ფორსტში ავტომობილის ფურგონში  დამალული  30 მიგრანტი აღმოაჩინა.

გერმანიის ბრანდენბურგის ფედერალურ მიწაზე, რომელიც პოლონეთს ესაზღვრება, სამართალდამცველებმა ერთი დღის განმავლობაში 108-ზე მეტი მიგრანტი დააკავეს, რომელთა დიდი ნაწილი სირიიდან არის გამოქცეული.

გერმანიის ფედერალური პოლიციის კავშირმა  გააკრიტიკა გერმანიის მთავრობის მიგრაციის პოლიტიკა და ევროკავშირის სხვა წევრ ქვეყნებთან  საზღვარზე დროებითი სასაზღვრო კონტროლის დაწესება მოითხოვა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი