,,ევროპამ კარი გაუღო საქართველოს, საქართველოს მოქალაქეებს, ეს არის ძალიან დიდი ნდობის გამოხატულება, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის სხდომაზე საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხზე ევროპარლამენტში გუშინდელ ხელმოწერას. პრემიერმა ეს წარმატება საქართველოს მოსახლეობას კიდევ ერთხელ მიულოცა.