უზენაესმა სასამართლომ „რუსთავი 2-ის“ საქმეზე გადაწყვეტილება, შესაძლოა, დღეს არ მიიღოს, ვინაიდან დიდმა პალატამ ჯერ მხარეების შუამდგომლობები უნდა განიხილოს. როგორც იცით უზენაესი სასამართლო დღეს ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-სა და მისი მფლობელების, ძმებ ლევან და გია ყარამანიშვილების საკასაციო საჩივარს, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილავს საქმეს 9 მოსამართლე განიხილავს. გადაწყვეტილების მისაღებად კი 5 ხმაა საკმარისი. უზენაესი სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე უკვე დაიწყო აქცია, რომელსაც ტელეკომპანიის თანამშრომლები, მხარდამჭერები და პოლიტიკოსები ესწრებიან. თეონა თურმანიძე განაგრძობს თემას დეტალებით.