დღეს, ჩემპიონთა ლიგის 2023/24 წლების სეზონი დაიწყება. ევროპის საკლუბო ფეხბურთის ყველაზე პოპულარულ გათამაშებაში ტრადიცულიად 32 კლუბი მიიღებს მონაწილეობას.
19 სექტემბერს დონეცკის „შახტარის“ შემადგენლობაში ჩემპიონთა ლიგაზე შესაძლოა ორი ქართველი ფეხბურთელის გიორგი გოჩოლეიშვილისა და ირაკლი აზაროვის დებიუტი შედგეს. უკრაინული გუნდი პირველი ტურის შეხვედრაში „პორტუს“ ცნობილი მიზეზების გამო ჰამბურგში "ფოლკსპარკშტადიონზე" უმასპინძლებს.
გარდა ამ შეხვედრისა, დღეს კიდევ 7 მატჩი გაიმართება, სადაც მაყურებელს რამდენიმე გამორჩეული დაპირისპირება ელოდება.
„პარი სენ ჟერმენი“ საკუთარ მოედანზე დორტმუნდის „ბორუსიას“ უმასპინძლებს. ჩემპიონთა ლიგის 7 გზის გამარჯვებული „მილანი“ კი „სან სიროზე“ „ნიუკასლს“ დაუხვდება.
მატჩების განრიგი კი ასეთია: