ჩილეში მეწყერს მსხვერპლი მოჰყვა

19 სექტემბერი 2023, 10:03 382 ნახვა

ორი ადამიანი დაიღუპა  და ერთი უგზოუკვლოდ დაიკარგა ჩილეს სამხრეთში კოკისპირული წვიმების შემდეგ ჩამოწოლილი მეწყრის შედეგად.  ინფორმაციას ადგილობრივი ხელისუფლება ავრცელებს. 

არაუკანიას შტატის  სამაშველო სამსახურის ბრიგადები  სტიქიის რაიონში  მეწყერში მოყოლილებს ეძებენ და შლამისგან ცდილობენ ტერიტორიის გაწმენდას. 

ჩილეს სამხრეთში გასულ შაბათ-კვირას  მოსულმა ძლიერმა  წვიმებმა 11 ათასი ადამიანი დააზარალა და ათობით ადამიანს სახლი გაუნადგურა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი