ბორელმა ევროკავშირის პრიორიტეტები წარმოადგინა

19 სექტემბერი 2023, 10:38 306 ნახვა

ევროკავშირის უმაღლესი კომისარი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელი გაეროს გენერალური ასამბლეის რიგით 78-ე სესიაზე ევროკავშირის  წევრი ქვეყნების პრიორიტეტებს დაასახელებს.

ბორელის თქმით,  ევროკავშირს სურს განახორციელოს მდგრადი განვითარების მიზნები 2030 წლის დღის წესრიგის შესასრულებლად და მიუთითა კლიმატის კრიზისის დაძლევის აუცილებლობაზე. ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა უნდა შეასრულონ  ერთობლივი ვალდებულებები მოახლოებული გაეროს კლიმატის ცვლილებების კონფერენციამდე.

ბორელმა ასევე თქვა, რომ ევროკავშირი აგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში