რუსეთი იმდენად სანდოა, რამდენადაც დასავლეთი - ერდოღანი

19 სექტემბერი 2023, 11:44 424 ნახვა

მხოლოდ რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტებს შეუძლიათ იმის გადაწყვეტა, როდის დასრულდება ომი, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა ამერიკულ საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში განაცხადა.

ერდოღანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ომის დასრულების ვადებს ვერ ასახელებს. „შეუძლებელია, გითხრათ ზუსტი თარიღი, როდის დასრულდება ეს ომი ან რამდენ ხანს გაგრძელდება“, – თქვა მან.

პუტინთან დისკუსიის შესახებ პრეზიდენტმა ერდოღანმა აღნიშნა, რომ „კონფლიქტი მოსალოდნელია, დიდი ხნის განმავლობაში გაგრძელდეს და იმისთვის, რომ ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს, ჩვენ გვსურს, გვქონდეს ამის დიდი იმედი.

პუტინი რეალურად არის ამ ომის რაც შეიძლება მალე დასრულების მხარე“, – თქვა მან.პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთი ისეთივე სანდოა, როგორც დასავლეთი.პრეზიდენტმა ერდოღანმა გვერდი აუარა კრიტიკას იმის თაობაზე, რომ პუტინს არ უნდა ენდობოდეს მისი როლის შესახებ მარცვლეულის შეთანხმებასა და უკრაინის ომში.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი