ბათუმი მაგიდის ჩოგბურთში „მსოფლიო თასი 2023“-ს მასპინძლობს

18 სექტემბერი 2023, 14:11 695 ნახვა

დღეს ბათუმის სპორტის სასახლეში დაიწყო „მაგიდის ჩოგბურთის ახალგაზრდული მსოფლიო თასი 2023“-ის გათამაშება. ტურნირი ხუთ ასაკობრივ კატეგორიაში 11,13,15,17 და 19 წლამდე სპორტსმენებს შორის გაიმართება. ღონისძიებას საქართველო მეორედ მასპინძლობს. მსოფლიო თასი პირველად თბილისში გასულ წელს გაიმართა. ბათუმი ამ დონის ტურნირი პირველად ტარდება.

მაგიდის ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციის კალენდრით გათვალისწინებულ ღონისძიებაში 15 ქვეყნის 150-მდე სპორტსმენი მონაწილეობს. მაშ შორის 24 საქართველოს წარმომადგენელია. ამათგან ოთხი სპორტსმენი აჭარიდანაა. მარი გორგაძე, დიანა სააკიანი და ცოტნე ცისკარაძე სპორტის სასახლის სპორტსმენები არიან, მარი რიჟვაძე კი ხულოს სასპორტო სკოლის წარმომადგენელია.

მსოფლიო თასი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსებით, საქართველოს მაგიდის ჩოგბურთის ეროვნული ფედერაციისა და სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის ორგანიზებით და აჭარის მაგიდის ჩოგბურთის ფედერაციის მხარდაჭერით იმართება. შეჯიბრება 24 სექტემბერს დასრულდება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი