დღეს ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონატი დაიწყო 

16 სექტემბერი 2023, 10:59 628 ნახვა

დღეს ბელგრადში თავისუფალ ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონატი დაიწყო, სადაც მედლების გარდა, პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიები გათამაშდება.

ექვს ოლიმპიურ წონით კატეგორიაში ოლიმპიადის საგზური ხუთ-ხუთ უძლიერეს ფალავანს გადაეცემა. მას შემდეგ, რაც მედლები გათამაშდება და ოთხივე მედალოსანი სალიცენზიო ნორმატივს შეასრულებს, რეპეშაჟის ფინალში წაგებული ორი სპორტსმენი ერთმანეთს დაუპირისპირდება და მათ შორის წარმატებული მეხუთე ლიცენზიის მფლობელი გახდება.

დღეს ქართველებიდან შოთა ფარტენაძე, გიორგი ელბაქიძე, ტარიელ გაფრინდაშვილი და გენო პეტრიაშვილი იჭიდავებენ.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი