საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი ირლანდიაში 

14 სექტემბერი 2023, 11:10 446 ნახვა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი პირველი ოფიციალური ვიზიტით ირლანდიაში იმყოფება. ილია დარჩიაშვილმა უკვე გამართა შეხვედრები ირლანდიის პარლამენტის, სენატის თავმჯდომარეებთან და დუბლინის მერთან.

განხილვის მთავარი თემა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი და ამ გზაზე ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხარდაჭერაა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სენატსა და პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ირლანდია მხარს უჭერს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას და მზად არის ქვეყანას გაუზიაროს საკუთარი გამოცდილება ამ პროცესში.  

დუბლინის მერთან შეხვედრაზე განხილული იქნა თბილისსა და დუბლინს შორის გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობები ქალაქის განვითარების სხვადასხვა სფეროში. საგარეო უწყების ხელმძღვანელი ასევე შეხვდა ირლანდიაში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი