სასერტიფიკაციო გამოცდები საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელებისთვის 

14 სექტემბერი 2023, 10:59 813 ნახვა

საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირებისთვის  სასერტიფიკაციო გამოცდები მიმდინარეობს. საარჩევნო რეფორმის თანახმად, სერტიფიკატის ფლობა სავალდებულოა საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირების ასარჩევად. გამოცდები ორ ეტაპად სექტემბერსა და ოქტომბერში გაიმართება.

სასერტიფიკაციო გამოცდა ტარდება ელექტრონული ტესტირების მეთოდით და მისი ხანგრძლივობა 1 საათია. ცესკოს ინფორმაციით, გამოსაცდელისთვის ელექტრონულ პროგრამაში ავტომატურად, შემთხვევითი შერჩევის მეთოდით შეირჩევა 24 საგამოცდო ტესტი. დადებითი შეფასების მისაღებად გამოსაცდელმა უნდა დააგროვოს 15 ქულა.

სერტიფიკატის მოქმედების ვადა განისაზღვრება გამოცდის ჩაბარებიდან 5 წლის ვადით. გამოცდების მიმდინარეობის პროცესზე დაკვირვების შესაძლებლობა აქვთ ადგილობრივ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი