თეთრმა სახლმა შეშფოთება გამოთქვა ჩრდილოეთ კორეის ლიდერ და რუსეთის პრეზიდენტს შორის გამართული მოლაპარაკებების გამო, რომლებმაც სავარაუდოდ განიხილეს სამხედრო საკითხები, უკრაინის ომი და რუსეთის შესაძლო დახმარება ფხენიანისთვის თანამგზავრული პროგრამის გაზიარებასთან დაკავშირებით.
„ჩვენ შეშფოთებას გამოვთქვამთ ჩრდილოეთ კორეასა და რუსეთს შორის თავდაცვის ნებისმიერი მზარდი ურთიერთობის გამო - განაცხადა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ასევე განაცხადა, რომ შემაშფოთებელია ის, რომ რუსეთი ჩრდილოეთ კორეასთან იმ პროგრამებთან დაკავშირებით თანამშრომლობის შესახებ საუბრობს, რომლებიც არღვევს გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებს.
სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერმა მეთიუ მილერმა განაცხადა, რომ პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაცია რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ ახალ სანქციებს დააწესებს, თუ ისინი ახალ სამხედრო შეთანხმებას გააფორმებენ.