უკრაინის თავდაცვის ძალებსა და მოწინააღმდეგეს შორის გასული დღის განმავლობაში 29 სამხედრო შეტაკება მოხდა - უკრაინის გენშტაბი

14 სექტემბერი 2023, 09:55 453 ნახვა

უკრაინის თავდაცვის ძალებსა და მოწინააღმდეგეს შორის გასული დღის განმავლობაში 29 სამხედრო შეტაკება მოხდა. ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ღამით რუსებმა უკრაინას შეუტიეს კამიკაძე დრონებით, მათგან 17 განადგურდა, თავდაცვის ძალები აგრძელებენ მტრის შეკავებას და შეტევითი ოპერაციების ჩატარებას.

”უკრაინის თავდაცვის ძალები აგრძელებენ თავდაცვას უკრაინის აღმოსავლეთით და სამხრეთით, შეტევითი ოპერაცია მელიტოპოლის მიმართულებით და შეტევითი ოპერაციები ბახმუტის მიმართულებით, ანადგურებენ მტერს, ეტაპობრივად ათავისუფლებენ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებს“-განმარტავენ გენშტაბში.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ვითარება მარინკასა და ავდიივკაში გაუარესდა.

„აღმოსავლეთზე თუ ვსაუბრობთ, მარინკასა და ავდიივკაში მდგომარეობა გაუარესდა. რუსებმა გაზარდეს იქ დაბომბვის რაოდენობა, უფრო მეტიც, დაიწყეს შტურმი. დაახლოებით ერთი წელია, რუსები აქტიურად ცდილობენ აიღონ კონტროლი ავდიივკაზე, მარინკაზე, ფაქტობრივად უკვე მიწასთან გაასწორეს ეს ორი დასახლება“, - აღნიშნა უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი