საქართველოს პრეზიდენტმა ცხრა მსჯავრდებული შეიწყალა

12 სექტემბერი 2023, 15:48 504 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ცხრა მსჯავრდებული შეიწყალა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ხუთი მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისგან და პენიტენციურ დაწესებულებას დღესვე დატოვებს, ხოლო ოთხ მსჯავრდებულს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ გათავისუფლებულ მსჯავრდებულთაგან ორი ქალი მსჯავრდებულია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი