საქართველოს ძიუდოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონია.ჩვენმა გუნდმა ფინალში ნიდერლანდები 4:1 დაამარცხა.
საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა შერეულ გუნდთა ასპარეზობაში პირველად მოიპოვა ევროპის ჩემპიონის ტიტული.
ირაკლი ცირეკიძის შეგირდებმა ფინალამდე საბერძნეთი და პორტუგალია დაამარცხეს, ნახევარფინალში კი საფრანგეთის უძლიერეს გუნდს მოუგეს.