ისრაელში კვლავ საპროტესტო აქცია გაიმართა, ვიდრე სასამართლო რეფორმის საკითხზე მთავარ გადაწყვეტილებას მიიღებენ.
მედიის ცნობით, დაახლოებით 118 ათასი მომიტინგე თელ-ავივში შეიკრიბა. ასევე აქციები გაიმართა სხვადასხვა ქალაქსა და მთავარ მაგისტრალებზე. გადაიკეტა გზები.
აქტივისტები აპროტესტებენ კანონს, რომელიც მათი განცხადებით სასამართლოს უფლებამოსილებას ზღუდავს. ყოველკვირეული აქციები ქვეყნის მასშტაბით უკვე რამდენიმე თვეა იმართება.