რეპრესირებულთა ნეშტების იდენტიფიცირების პროცესი

10 სექტემბერი 2023, 11:15 892 ნახვა

1937-38 წლებში რეპრესირებულთა ვინაობის დადგენის მიზნით შთამომავლებისთვის დნმ ანალიზის აღება მიმდინარეობს. პროცესი არასამთავრობო ორგანიზაცია მემორიალისა და სასამართლო ანთროპოლოგიის ასოციაციის ურთიერთთანამშრომლობით წარმოებს.

კომუნისტების მიერ საქართველოში დაახლოებით 15 000 ადამიანია დახვრეტილი, მათ შორის  ბათუმში დახვრეტილი დაახლოებით  1050 ადამიანიდან 200-ზე მეტი ნეშთი უკვე ნაპოვნია.

დნმ ანალიზის საშუალებით, უკვე 3 რეპრესირებული ადამიანის ვინაობა გახდა ცნობილი. ნეშთები ოჯახებს გადასცეს, რის შემდეგაც ისინი შესაბამისი წესებით, საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალეს.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი