გურიასა და აჭარაში სტიქიასთან დაკავშირებით სამაშველო სამსახურში 100-ზე მეტი შეტყობინებაა შესული. რამდენიმე წუთის წინ გურიის რეგიონში, სტიქიის ზონაში მაშველებმა ერთი ცხედარი იპოვეს, დაკარგული ორი პირის მიმართ კი, საძიებო სამუშაოები გრძელდება.
გურიის მიმართულებით ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. რამდენიმე ადგილას წაღებულია ხიდები. რამდენიმე სოფელში წყალმა სახლების პირველი სართულები, ეზოები და სასოფლო-სამეურნეო ფართობები დატბორა. დაზიანდა საყოფაცხოვრებო ნივთები, ტექნიკა.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერის, ინფორმაციით, მუნიციპალიტეტში ერთ მოზარდს ეძებენ, მეწყრული პროცესების შედეგად, ათამდე სახლი გარესამყაროს მოწყდა.