აშშ-ს პრეზიდენტი ისევ კოვიდ-უარყოფითია-აცხადებენ თეთრ სახლში. პირველ ლედის ჯილ ბაიდენს ვირუსზე დადებითი ტესტირების შემდეგ მსუბუქი სიმპტომები გამოუვლინდა და იგი დელავერში კიდევ ერთი კვირა დარჩება- თქვა თეთრი სახლის პრესსპიკერმა კარინ ჟან-პიერმა. პრეზიდენტი ბაიდენი ხვალ ნიუ დელიში უნდა გაემგზავროს, სადაც მონაწილეობას მიიღებს დიდი ოცეულის ჯგუფის წევრი ქვეყნების ლიდერთა სამიტში.10 სექტემბერს კი ინდოეთის დედაქალაქიდან ბაიდენი ვიეტნამის დედაქალაქ ჰანოიში გაფრინდება.