რუსეთმა დილით სარაკეტო თავდასხმა განახორციელა კიევზე. უკრაინის დედაქალაქის სამხედრო ადმინისტრაციის განცხადებით, უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ყველა დამიზნული რაკეტა ჩამოაგდო. საჰაერო თავდასხმა ადგილობრივი დროით დილის 5:50 საათზე განხორციელდა. უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო თავდასხმის შესახებ გამაფრთხილებელი საგანგაშო სიგნალი ჩაირთო, რომელიც ერთი საათის შემდეგ გაუქმდა. კიევში ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.