ფესტივალი "ზე-კართან" დღეს შუახევში ენათმეცნიერ ტარიელ ფუტკარაძის სახლმუზეუმთან გაიმართა. ფესტივალის ფარგლებში ჩატარდა რამდენიმე ლექცია თემაზე " თავისუფლება ". სპეციალურად ჩამოვიდნენ მწერლები და გამომცემლები, რომლებიც მაღალმთიან აჭარაში 3 დღის განმავლობაში ფესტივალის პროგრამით გათვალისწინებულ შეხვედრებს მართავენ. "ზე-კართან " უკვე 11 წლისაა და მასში ყოველ წელს მონაწილეობენ უცხოელი მწერლებიც, რომლებსაც თავიანთი საქმიანობით შემხებლობა აქვთ საქართველოსთან. გუშინ ფრიდონ და ზაზა ხალვაშების ხელოვნების სივრცეში ფილმი "ნამე" აჩვენეს. ფესტივალზე სპეციალური ფასდაკლებით წიგნების გამოფენა- გაყიდვაც მიმდინარეობს.