მმართველი ძალა სალომე ზურაბიშვილს კონსტიტუციის უხეშ დარღვევაში ადანაშაულებს და იმპიჩმენტის პროცედურებს იწყებს.
''ქართული ოცნების'' უარის მიუხედავად სალომე ზურაბიშვილი საზღვარგარეთ მაინც გაემგზავრა და ბოლო შეხვედრა ევროსაბჭოს პრეზიდენტთან ჰქონდა, მანამდე ის შეუთანხმებელი ვიზიტის ფარგლებში, გერმანელ კოლეგასაც შეხვდა.
პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს გამოხმაურებები მოჰყვა.