უკრაინის პრეზიდენტმა დაგმო ის კორუფციული გადაწყვეტილებები, რომლებიც მისი თქმით, სამხედრო-სამედიცინო კომისიებმა ჯარში გასაწვევთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასებისას მიიღეს.
ზელენსკიმ საღამოს ვიდეომიმართვისას თქვა, რომ ქვეყნის ზოგიერთ რეგიონში სამხედრო-სამედიცინო კომისიების მიერ სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლებულთა რაოდენობა ათჯერ გაიზარდა და სამართალდამცავებმა დააფიქსირეს ჩინოვნიკების მიერ ათასობით დოლარის ოდენობის ქრთამის მიღების შემთხვევები.
გუშინ უკრაინის უმაღლეს რადაში დარეგისტრირდა კანონპროექტი, რომელიც საომარი მდგომარეობის დროს კორუფციას სახელმწიფო ღალატს უთანაბრებს.