რუსეთმა მალიში გაეროს სანქციების გახანგრძლივებას ვეტო დაადო

31 აგვისტო 2023, 11:04 472 ნახვა

მალიში გაეროს სანქციების მოქმედება  დასრულდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა ვეტო დაადო სასანქციო რეჟიმის განახლებას, რომელიც მიმართული იყო მათ წინააღმდეგ, ვინც არღვევს ან ხელს უშლის 2015 წლის სამშვიდობო შეთანხმების შესრულებას, აფერხებს დახმარების მიწოდებას, არღვევს ადამიანთა უფლებებს ან ბავშვებს სამხედრო სამსახურში იწვევს.

გაეროს დამოუკიდებელმა დამკვირვებლებმა უშიშროების საბჭოს ამ თვეში აცნობეს, რომ მალის შეიარაღებული ძალები და საგარეო პარტნიორები, როგორიცაა რუსეთის კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის მებრძოლები ტერორის გასავრცელებლად ქალთა მიმართ ძალადობას იყენებენ და ადამიანის უფლებებს უხეშად არღვევენ.

უშიშროების საბჭოს 13 წევრმა მხარი დაუჭირა საფრანგეთისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების მიერ შემუშავებულ რეზოლუციას, რომელიც გაეროს სანქციების და დამოუკიდებელი მონიტორინგის კიდევ ერთი წლით გახანგრძლივებას ითვალისწინებს. რუსეთმა გამოიყენა ვეტო, ჩინეთმა კი კენჭისყრისგან თავი შეიკავა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში