„იტალიური ფუტურიზმის ოსტატები“- ამ თემაზე პროფესორმა რატი ჩიბურდანიძემ ძმები ნობელების ტექნოლოგიურ მუზეუმში საჯარო ლექცია ჩაატარა. ხელოვნებათმცოდნემ მსმენელს ფუტურუზმის ფუძემდებლების ცნობილი ნახატები წარუდგინა და მათ შინაარსზე ისაუბრა. აღსანიშნავია, რომ მხატვრობაში ფუტურიზმი არის მიმდინარეობა, რომელმაც მოგვიანებით განიცადა გარკვეული ტრანსფორმაცია და საფუძველი დაედო ახალ მიმდინარეობებს მაგალითად კუბოფუტურიზმს . თავად ფუტურიზმი კი რეალისტური ხელოვნების უარყოფის საფუძველზე შეიქმნა იტალიაში მეოცე საუკუნის დასაწყისში. საჯარო ლექცია ბათუმში პროექტის „ სამუზეუმო საათის „-ფარგლებში ჩატარდა.