სანქტ-პეტერბურგის სერაფიმოვსკოეს სასაფლაოსთან უსაფრთხოების ზომებია გამკაცრებული, სადაც გავრცელებული ინფორმაციით კერძო რუსული სამხედრო კომპანია ვაგნერის ხელმძღვანელის ევგენი პრიგოჟინის დაკრძალვა იგეგმება.
სასაფლაოს შესასვლელთან წითელი მიხაკების თაიგულით ხელში ვაგნერის სამხედრო ფორმიანი მამაკაცი დააფიქისრეს. სად და როდის გაიმართება პრიგოჟინის დაკრძალვა, ოფიციალურად დადასტურებული არ არის.
რუსეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ პრიგოჟინი გასულ კვირას რუსეთის ტვერის ოლქში ავიაკატასტროფის შედეგად დაიღუპა, რომელმაც ასევე შეიწირა ვაგნერის სხვა ლიდერები, მათ შორის დიმიტრი "ვაგნერ" უტკინი.