თეთრი სახლი დარწმუნებულია, რომ რუსეთის კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი გასულ კვირას რუსეთში ავიაკატასტროფის შედეგად დაიღუპა.
ვლადიმერ პუტინმა გასულ ხუთშაბათს პრიგოჟინის ოჯახს მიუსამძიმრა.
რუსეთის ლიდერმა დუმილი დაარღვია მას შემდეგ, რაც პრიგოჟინის თვითმფრინავი რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობის წინააღმდეგ ვაგნერის ამბოხებიდან ორი თვის შემდეგ ჩამოვარდა.