შოვში ისევ ეძებენ სტიქიის დროს დაკარგულებს. ამ დროისთვის 2 მცირეწლოვანის ძიება გრძელდება. საძიებო სამუშაოების შეწყვეტის ან ლოკაციების გაფართოების შესახებ გადაწყვეტილებას სამაშველო სამსახური მიიღებს.
მდინარეების ჭანჭახისა და რიონის კალაპოტების გარდა სამძებრო სამუშაოები დაიწყო გუმათჰესის მიმდებარე ტერიტორიაზეც.