დღეს, მსოფლიო თასის დაწყებამდე საქართველოს ნაკრები ბოლო ტესტ-მატჩს ედინბურგში შოტლანდიასთან ჩაატარებს. მასპინძლები ჩვენს გუნდს უძლიერესი შემადგენლობით დაუპირისპირდებიან.
შეხვედრამდე კომენტარი "ბორჯღალოსნების" მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა და კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ გააკეთეს.
მატჩი თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება.