მექსიკაში ავტოსაგზაო შემთხვევამ 16 ადამიანი იმსხვერპლა

23 აგვისტო 2023, 11:04 620 ნახვა

15 მექსიკელი და ერთი ვენესუელელი დაიღუპა მექსიკაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად. განცხადებას  მექსიკის მიგრაციის ინსტიტუტი ავრცელებს.

52 მგზავრს შორის, რომლებიც ავტობუსით მექსიკის მიაჰუატლანის ავტომაგისტრალზე გადაადგილდებოდნენ, 10  ვენესუელელი იყო. ისინი ამერიკის შეერთებულ შტატებში ლეგალურად შესვლის უფლების მოსაპოვებლად დაგეგმილ გასაუბრებაზე მიემგზავრებოდნენ.

ავტობუსი გამთენიისას ტრაილერს შეეჯახა, 36 დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაშავებულებიდან ცხრა ვენესუელია და მათგან სამი ჰოსპიტალიზირებულია.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი