საბერძნეთში ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა

22 აგვისტო 2023, 14:03 582 ნახვა

საბერძნეთში ხანძარს მსხვერპლი მოყვა. სტიქია ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონშია. ცეცხლის გავრცელებას  ძლიერი ქარი უწყობს ხელს. ხელისუფლების გადაწყვეტილებით, უსაფრთხოების მიზნით თურქეთის საზღვართან მდებარე რამდენიმე დასახლებიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს.  ადგილზე მეხანძრე-მაშველთა ბრიგადებია მობილიზებული.

ბოლო 24 საათის განმავლობაში საბერძნეთში ტყის ხანძარი სულ 64 კერა გაჩნდა. 

საბერძნეთში ზაფხულობით ტყის ხანძრები ჩვეულებრივი მოვლენაა, თუმცა ბოლო წლებში უჩვეულოდ ცხელი, მშრალი და ქარიანი ამინდების პირობებით სიტუაცია მნიშვნელოვნად გართულდა, რასაც მეცნიერები კლიმატის ცვლილებას უკავშირებენ.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში