მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე ქალაქ ჰებრონის მახლობლად პალესტინელების სროლის შედეგად, ქალი დაიღუპა. ინფორმაციას ისრაელის შეიარაღებული ძალები ავრცელებს.
ისრაელი, რომელიც გასულ შაბათს ორი ებრაელის მკვლელობაში ეჭვმიტანილ პალესტინელებს ეძებს, ძალადობის ბოლოდროინდელ ესკალაციაში მის მთავარ მტერს ირანს ადანაშაულებს.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა თავდაცვის მინისტრთან საუბრისას განაცხადა, რომ ისრაელი შურს იძიებს თავდამსხმელებზე და მათზეც, ვინც ისინი „ახლოდან ან შორიდან“ გაგზავნეს.