პეკინმა ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო ავიაკომპანიას ეარ კორიოს ჩინეთში ფრენების განახლების უფლება მისცა. ეს განცხადება ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა გააკეთა. მას არ გაუმხელია დამატებითი დეტალები, ფრენების განახლების ზუსტი თარიღი და მათი სიხშირე.
გასულ თვეში, ჩინეთის დელეგაცია პირველად პანდემიის შემდეგ ფხენიანს კორეის ომის დასრულების 70 წლის იუბილეზე ეწვია.
ფრენები ორ ქვეყანას შორის 2020 წლის დასაწყისში კოვიდ-პანდემიის დროს შეჩერდა, რადგან ორივე ქვეყანამ სხვა ქვეყნებთან საზღვრები ჩაკეტა.