სამხრეთ კორეის პრეზიდენტი ჩრდილოეთ კორეის მხრიდან საფრთხეების გაზრდის შემთხვევაში ამერიკის შეერთებულ შტატებსა და იაპონიასთან სამმხრივი თანამშრომლობის გაძლიერებას აანონსებს. განცხადება სამხრეთ კორეის ლიდერმა კაბინეტის სხდომაზე აშშ-სა და იაპონიის ლიდერებთან შეხვედრების შემდეგ გააკეთა.
ქვეყნები სამხედრო და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ.
სამხრეთ კორეის პრეზიდენტის თქმით, ულჩიში ოთხდღიანი სამოქალაქო თავდაცვის წვრთნები დაიწყო, რომელიც მიზნად ისახავს მთავრობის ფუნქციების, სამხედრო ოპერაციებისა და ომის დროს მშვიდობიანი მოსახლეობის ცხოვრების სტაბილიზაციის მხარდასაჭერად საგანგებო სიტუციებისადმი ეროვნული მზადყოფნის უზრუნველყოფა.